ინდონეზია კრიპტო შეტევების მაჩვენებელით გლობალურ დონეზე მეოთხე ადგილს იკავებს

0
1458

Microsoft–ის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ინდოენზიაში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული დანაშაულის რაოდენობა ბოლო ორი წელია საგრძნობლად არის მომატებული.

კვლევიდან ირკვევა, რომ 2019 წელს აზიის წყნარი ოკეანის რეგიონში ინდონეზიას “მავნე პროგრამების” ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა.

გასულ წელს დანაშაულის მატების მაჩვენებელი 11%-ს შეადგენდა. Microsoft-ის კვლევის მიხედვით, ინდონეზია კრიპტო შეტევების მაჩვენებელით გლობალურ დონეზე მეოთხე ადგილს იკავებს.

”კრიპტოვალუტის ღირებულების ბოლოდროინდელმა რყევებმა და ამასთანავე, მომხმარებლის მხრიდან ციფრულ ვალუტაზე მოთხოვნის გაზრდამ სამწუხაროდ, თავდამსხმელების შეტევაც გააორმაგა”,-აღნიშნა ინდონეზიაში Microsoft-ის წარმომადგენელმა, ჰარიზ იზმემ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ზაფხულში ინდონეზიის მთავრობის გადაწყვეტილებით კრიპტოვალუტას ლეგალური სტატუსი მიენიჭა.

უნდა აღინიშნოს, რომ მანამ სანამ ქვეყანა ციფრულ ვალუტას ლეგალური აქტივის სტატუსს მიანიჭებდა, იქამდე რამდენიმე თვის განმავლობაში სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებულმა ჯგუფმა კრიპტოვალუტის დადებითი და უარყოფითი მხარეები შეისწავლა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი