აშშ-ს მარეგულირებელი ICO-ს დაბალანსების მომხრეა, კონგრესმენი კი წინააღმდეგი

0
2563

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მოსმენაზე 26 აპრილს ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიის და ფინანსური სერვისების კომიტეტის მარეგულირებელი პირველადი მონეტარული შეთავაზების რეგულაციის საკითხს განიხილავდა.

ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის საფინანსო განყოფილების დირექტორმა უილიამ ჰინმენმა განაცხადა, რომ ციფრული აქტივებისა და ICO-ს არეალი განვითარებას აგრძელებს.

“ჩვენ ვცდილობთ დაბალანსებულ მიდგომას. ის, რაც უზრუნველყოფს კაპიტალის ფორმირებას და ამასთანავე, დაიცავს ინსვესტორს”,- აღნიშნა უილიამ ჰინმენმა.

მოსმენაზე ICO-ს საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები გამოითქვა. თუ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის განყოფილების ხელმძღვანელი დაბალანსების მომხრეა წარმომადგენელთა პალატის წევრი ბრედ შერმანი მიიჩნევს, რომ ICO-ს აკრძალვით ყველა პრობლემა მოგვარდება და “დაბალანსებაც” აღარ იქნება საჭირო.

“როდესაც თქვენ დაბალანსების პირობებზე შეთანხმდებით და შეთანხმდებით მათ შორის იმ ადამიანებთან, რომლებიც ცდილობენ ახალი ვალუტის შექმნას ნარკოტიკების ხელმისაწვდომობისთვის ან გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით და ყველაფერი ეს მოხდება ინვესტორთა დაცვის სახელით, რატომ არ შეიძლება, რომ ICO მთლიანად აიკრძალოს”, – განაცხადა შერმანმა.

შერმანი ICO-ს დეცენტრალიზაციის საკითხსაც ეხმიანება.

“შარლატანები და თაღლითები ყოველთვის კეთილგანწყობილნი იყვნენ დეცენტრალიზებული ახალი ბიზნესის მიმართ”,-აღნიშნა შერმანმა.

კომიტეტის წევრს ტომ ემერს განსხვავებული მიდგომა აქვს და აცხადებს, რომ ICO-ს ირგვლივ ბევრი გაუგებრობა არსებობს.

“ტიპური დამოკიდებულება ბევრი ოფიციალური პირისგან, რაც მე შემიმჩნევია არის ის, რომ როდესაც ამ საკითხზე საუბრობენ საერთოდ არ იციან რის შესახებ ლაპარაკობენ”, – აცხადებს რესპუბლიკელი ტომ ემერი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი