Binance-ი ტაილანდის ბაზარზე ხელახლა შედის

0
687

Gulf Energy Development PCL-სთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ Binance-ი ტაილანდის ბაზარზე ხელახლა შედის.

ამ ინიციატივის ფარგლებში Binance-მა შესაძლოა, ტაილანდში ახალი ფილიალი გახსნას. Gulf Energy Development PCL-ი არის ტაილანდური ჰოლდინგი, რომელიც ენერგეტიკულ სექტორზეა ფოკუსირებული.

კომპანიას სარათ რატანავადი მართავს.

Gulf Energy-მ დადო შეთანხმება მსოფლიოს უმსხვილეს კრიპტოვალუტის ბირჟასთან იმის საფუძველზე, რომ ტაილანდის ციფრული ეკონომიკის ინფრასტრუქტურა უახლოესი წლების განმავლობაში სწრაფად გაიზრდება.

Gulf Energy-ის, Binance-ისა და ტაილანდის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევა მიმართული იქნება ტაილანდის ბაზარზე Binance-ის ვარიანტების შესწავლისაკენ, რომელიც შეიძლება ბირჟის გახსნას და მასთან დაკავშირებულ სხვდასხვა ბიზნესს გულისხმობდეს.

Binance-ის სპიკერმა Reuters-ს განუცხადა: „ჩვენი მიზანია ვითანამშრომლოთ მთავრობასთან, მარეგულირებელებთან და ინოვაციურ კომპანიებთან, რათა ტაილანდში კრიპტო და Blockchain ეკოსისტემის განვითარდეს”.

ტაილანდის ციფრული ეკონომიკა მზად არის, რომ ციფრული ვალუტებით მოვაჭრეებს მეტი მარეგულირებელი სიცხადე შესთავაზოს.

ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ტაილანდის მთავრობის შემოსავლების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, წლის დასაწყისიდანვე, მარეგულირებელი გამჭვირვალობა მთავარ პრიორიტეტად აქცია.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Binance-ს ტაილანდის მარეგულირებელთან პრობლემა ჰქონდა.

ბირჟას ტაილანდის ფასიანი ქაღალდების კომისია უჩიოდა. გამოძიება, ციფრული ვალუტის ბიზნესის ლიცენზიის გარეშე მუშაობისთვის, დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი