აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია კრიპტო რეგულაციიასთან დაკავშირებით ვაკანსიას აცხადებს

0
1419

აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ბაზრებზე ინვესტორების დაცვაზე პასუხისმგებელ პირთა რაოდენობას გააორმაგებს.

განცხადების მიხედვით, ამ ეტაპზე SEC-ის კიბერ განყოფილებას აქვს 50 ღია ვაკანსია აღნიშნულ პოზიციაზე, რომელსაც უახლოეს მომავალაში ოცი თანამშრომლით შეავსებს.

SEC-მა განაცხადა, რომ ამ 20 დაქირავებულიდან ზოგიერთი საგამოძიებო პერსონალის ადვოკატები იქნებიან, ნაწილი კი სასამართლო იურისტები და თაღლითობის ანალიტიკოსები.

კომისიის თავჯდომარე გარი გენსლერმა აღნიშნული ვაკანსიების გამოცხადება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კრიპტო სექტორს ნამდვილად სჭირდება დამატებითი ზედამხედველობა. მან დაამატა ისიც, რომ ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო.

ეს ფაქტი ბევრისთვისაა მისასალმებელი, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ბაზრის მანიპულირებისა და კრიპტო სივრცეში სხვა თაღლითური აქტივობების პოტენციალითაა შეშფოთებული.

“ბოლო თვეების განმავლობაში, SEC-ის კრიპტო ერთეულმა წარმატებით წამოიწყო ათობით საქმე მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს კრიპტო ბაზრებზე ინვესტორების გამოუცდლობით ისარგებლონ”,- განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი