უზბეკეთის პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კრიპტოვალუტის რეგულაციის შემოღების შესახებ

0
919

უზბეკეთის რესპუბლიკა, კერძოდ მისი პრეიზდენტი შავკატ მირზოევი, ახალი ბრძანებულებით კრიპტოვალუტის რეგუალციების ახალ კანონს ამტკიცებს, რაც ცალსახად პროგრესული და წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნისათვის.

ახალი ბრძანებულება ავალებს მთავარი საპრეზიდენტო სააგენტოს რეორგანიზაციას, რომელიც ცნობილია როგორც პროექტების მართვის ეროვნული სააგენტო (NAPM). ხელისუფლება ადრეც უწყობდა ხელს კრიპტოვალუტის ვაჭრობას უზბეკეთში და სთავაზობდა მოსახლეობას 2021 წელს ყველა სახის კრიპტო ვაჭრობის განხორციელების უფლებას.

განკარგულების თანახმად, NAPM რესტრუქტურიზდება ახალ ერთეულში, სახელწოდებით პერსპექტიული პროექტების ეროვნული სააგენტო (NAPP), რომელიც პასუხისმგებელია კრიპტორეგულირებასთან დაკავშირებული პროექტების ფართო სპექტრზე, რომლის მიზანიც უზბეკეთში კრიპტოვალუტის რეგულაციის სისტემის დანერგვაა.

სააგენტოს მოეთხოვება შეიმუშაოს და მიიღოს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით, ასევე უზრუნველყოს ინვესტორების დაცვა და მიიღოს ზომები უკანონო ქმედებებთან საბრძოლველად.

NAPP-ი ასევე წამოიწყებს და ხელს შეუწყობს პროექტებს, რომლებიც Blockchain და სხვა განვითარებად ტექნოლოგიებს გამოიყენებენ საჯარო ადმინისტრაციასა და სხვა სოციალურ-ეკონომიკურ სექტორებში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი