აშშ ციფრული ვალუტის რეგულაციის საკითხს განიხილავს

0
1992

6 თებერვალს აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის და სასაქონლო სავაჭრო კომისიის შეხვედრა შედგა.

კრიპტოვალუტის მომხმარებლებლები მშვიდად უნდა შეხვდნენ იმ ფაქტს, რომ შეხვედრაზე ციფრული ვალუტის რეგულაციის საკითხი განიხილებოდა.

“ინვესტორებმა უნდა იცოდნენ, რომ დღემდე არ არსებობს ICO-ს რეგისტრაცია ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში. ასევე, არსად არ ფიქსირდება კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ან სხვა ციფრული აქტივების მქონე ვალუტის ვაჭრობა ან გაყიდული პროდუქტების ჩამონათვალი.”- აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის დირექტორი ჯეი კლეიტონი.

როგორც ჩანს, ამერიკის ოფიციალურმა ფინანსურმა სტრუქტურებმა კრიპტოვალუტის რეგულაციებზე საუბარი უკვე დაიწყეს. მსოფლიო ლიდერებმა დავოსში წინა თვეში გამართულ ფორმზეც ისაუბრეს კრიპტოვალუტის შესახებ. სამიტზე არაერთი მოსაზრება გამოითქვა ციფრული ვალუტის რეგულაციასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ მარტში, ბუენოს-აირესში დაგეგმილ G-20 სამიტზე კრიპტოვალუტის მომავალი უფრო დეტალურად იქნება განხილული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი