პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯერომ პაუელი ოთხი წლის ვადით ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაასახელა.
მანამდე გავრცელებულ განცხადებაში, თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი დაასახელებს პაუელს ფედერალურ რეზერვის ხელმძღვანელად, როგორც კი მისი ამჟამინდელი ვადა თებერვალში დასრულდება.
აღმასრულებელმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პაუელი შესანიშნავად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს და პანდემიის მიუხედვად, მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს 5.6 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა. გარდა ამისა, ბაიდენმა სააგენტოს ვიცე-თავმჯდომარედ აირჩია ფედერალური სარეზერვო სისტემის ამჟამინდელი საბჭოს წევრი, ლაელ ბრეინარდი. ბრეინარდის 4-წლიანი ვადა, როგორც ფედერალური სარეზერვო სისტემის აღმასრულებლისა, 2026 წელს ამოიწურება.
”დარწმუნებული ვარ, რომ თავმჯდომარე პაუელი და დოქტორი ბრეინარდი ინფლაციის დაბალი დონის შენარჩუნებაზე, ფასების სტაბილურობასა და სრული დასაქმების უზრუნველყოფაზე მეტი ძალისხმევით იმუშავებენ და ჩვენს ეკონომიკას იმაზე ძლიერს გახდიან ვიდრე ოდესმე ყოფილა”,- განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი აპირებდა დეკემბერში აღნიშნული კანდიდატების დასახელებას, თუმცა მოვლენებს წინ გაუსწრო რადგან სურს ეკონომიკის დარგი ახალ, თუმცა გამოცდილ კადრებს გადააბაროს.
გამომდინარე იქდან, რომ ეკონიმიკურ საბჭოში კიდევ შვიდი წევრი უნდა დაასახელოს პრეზედენტმა, შემდგომ კი სენატმა უნდა განიხილოს და დაამტკიცოს.
შეგახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერომ პაუელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა მისი ცვალებადი ბუნების გამო გადასახადების გადასახდელად მოსახერხებელი არ არის, ის სტაბილკოინის გამოშვების მომხრეა.