მაიკ ნოვოგრაცი: 2019 წელს კრიპტოვალუტების კურსი შეიცვლება

0
1977

Goldman Sachs-ის ყოფილმა პარტნიორმა და Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაციმ განაცხადა, რომ მომავალ წელს ციფრული ვალუტების ფასი გაიზრდება.

ნოვოგრაციმ ამის შესახებ Financial Times-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ მომავალი წლის პირველ კვარტალში საფინანსო ინსტიტუტები კრიპტოვალუტაში ფულადი სახსრების ინვესტირებას მოახდენენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით fintech საკონსულტაციო ფირმის Post Oak Labs-ის დამფუძნებელმა, თიმ სვენსონმა განაცხადა, რომ ნოვოგრაცი მანიპულირებს და უბრალოდ ცდილობს მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენას.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე ციფრული ვალუტების კურსი არცთუ იმედისმომცემად გამოიყურება. მით უმეტეს, როდესაც ბიტკოინის ფასი 4.000 დოლარის ნიშნულის ქვემოთ აღმოჩნდა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, მაიკ ნოვოგრაცი ოპტიმიზმს ინარჩუნებს. ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში მან განაცხადა, რომ 2019 წელს ბიტკოინის კურსი 20.000 დოლარამდე გაიზრდებოდა.

მისი აზრით, თუკი ბიტკოინი 6.900 დოლარის ზღვარს დასძლევდა კურსის მატება გარდაუვალი იქნებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი