Associated Press-ს საკუთარი NFT-ი ექნება

0
1097

Associated Press-ი Polygon-ზე დაფუძნებულ ფოტოგრაფიის NFT-ის გამოუშვებს.

Associated Press-ი (AP) NFT-ის ბაზარზე გატანას იწყებს, სადაც კოლექციონერებს შეეძლებათ გლობალური ახალი ამბების პლატფორმიდან ტოკენიზებული ფოტოების შეძენა.

NFT-ების თავდაპირველი კოლექცია მოიცავს AP-ის ფოტორეპორტიორების თემატურ ფოტოებს. თითოეული NFT შეიცავს ფოტოს დეტალურ მონაცემებს, როგორიცაა დრო, თარიღი, მდებარეობა და ტექნიკური პარამეტრები.

მათი გამოშვება 31 იანვარს დაიწყება და რამდენიმე კვირა გასტანს. რაც შეეხება ფასებს, იქნება განსხვავებული და დამოკიდებული იქნება ვებსაიტის მიმდინარე ბაზარზე.

ფოტოები NFT-ების სახით Polygon პლატფორმაზე განთავსდება, რომელიც, თავის მხრივ, ეთერიუმის მეორე სკალირების ქსელს წარმოადგენს.

ბაზარი Xooa-ს მიერაა შექმნილი. ეს არის Blockchain ინფრასტრუქტურის პლატფორმა, რომელიც სპეციალიზირებულია NFT ბაზრების შექმნაზე.

Xooa-ს ბაზრების ხელმძღვანელმა, ზაკ დანკენ-ფელდმანმა განაცხადა, რომ პარტნიორობა ვირტუალურ და რეალურ სამყაროს შორის კავშირს ემსახურება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი