Bitdeer-ი და Riot Blockchain-ი ტექსასში მაინინგის ბიზნესს ავითარებს

0
1054

ბიტკოინის მაინინგის ორი გიგანტი ტექსასის პატარა ქალაქში იაფ ელექტროენერგიას ყიდულობს. Bitdeer-ი და Riot Blockchain-ი გაერთიანდნენ და ყოფილი ალუმინის გადამამუშავებელი ქარხანა, ტექსასის პატარა ქალაქ, როკდეილში შეიძინეს.

აღნიშნული ალუმინის დნობის ქარხანა მანამდე მსოფლიოში ყველაზე დიდი იყო, სანამ 2008 წელს ქარხნის მმართველმა კომპანიამ, Alcoa-მ არ გადახარჯა გამოყოფილი ელექტროენერგია.

მიუხედავად იმისა, რომ როკდეილი პატარა ქალაქია, რომელსაც სულ რაღაც 5,600 მოსახლე ჰყავს, მას აქვს ყველა ის პოტენციალი, რომელსაც ეძებენ მაინერები, კრიპტომეგობრული კომპანიები, მიწის ნაკვეთებით დაინტერესებული კომპანიები და ასევე იაფი ელექტროენერგიის გამოყენების მსურველები.

როკდეილის მერი, ჯონ კინგი ქსელის ადგილობრივი ოპერატორის, ტექსასის ელექტრო საიმედოობის საბჭოსა და მაინერებს შორის ურთიერთობას აღწერს, როგორც ორმხრივად მომგებიანს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაინერები რეგულარულად მოიხმარენ ელექტროენერგიას. მათ ასევე შეეძლებათ მყისიერად შეწყვიტონ სამუშაოები, თუ ელექტროენერგია სხვაგან იქნება საჭირო.

შეგახსენებთ, რომ Bitdeer-ი ჩინურ კომპანია Bitmain-ს ეკუთვნის. Riot Blockchain-ი კი, აშშ-ში ერთ-ერთი წამყვანი მაინინგ კომპანიაა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი