ეთერიუმის კურსი გაუმჯობესებას განაგრძობს

0
1207

29 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში, ეთერიუმმა 4.400 დოლარის ნიშნულს პირველად მიაღწია. ამის შემდეგ, ბოლო რამდენიმე საათი ალტკოინი ამ პოზიციას ინარჩუნებდა.

პარასკევს ეთერიუმზე ვაჭრობა 4.288 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 4.455 დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი დონე კი 4.271 დოლარზე დაფიქსირდა.

დღის ბოლოს კი ეთერიუმზე ვაჭრობა 4.414 დოლარზე დაიხურა. კვირის განმავლობაში ალტკოინის ფასის მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით გაიზარდა.

ანალიტიკოსების პროგნოზის მიხედვით, ეთერიუმს დიდი შანსი აქვს, რომ 5.000 დოლარის დონეს მიაღწიოს. იმ შემთხევაში, თუ კრიპტოვალუტამ ზრდის ტენდენცია განაგრძო ეთერიუმის სამიზნე ფასი თავდაპირველად 4.650 დოლარი იქნება. ამ პოზიციის დაძლევის შემდეგ კი 5.000 დოლარის მიღწევა სავსებით შესაძლებელია.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 29 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში, ეთერიუმის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 521 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი