ჰაინანის პროვინცია Blockchain ეკოსისტემას უერთდება

0
1110

ჩინეთის კიდევ ერთი პროვინცია Blockchain ეკოსისტემას უერთდება. ჰაინანის პროვინციაში მიმდინარეობს საპილოტე პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს Blockchain ტექნოლოგიის დახმარებით საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელებას.

ადგილობრივი გაზეთის Hainan Daily-ის ინფორმაციით, ცენტრალური მთავრობის ამ ინიციატივის განხორციელების დაწყების შემდეგ, ბანკებს საშუალება მიეცა სესხი გაეცათ იმ კომპანიებისთვის, რომლებიც თავიანთი პროდუქციის საზღვარგარეთ გადატანას აპირებდნენ.

ტექნოლოგიის გამოყენებით საბაჟო პროცედურების ბიუროკრატია შემცირდება.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, საპილოტე პროგრამა ორ ბანკს შეარჩევს, რათა გადარიცხვა Blockchain პლატფორმის გამოყენებით მოხდეს.

ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის ქალაქ ქინგდაოში Blockchain-ზე დაფუძნებული საერთაშორისო გადარიცხვის საპილოტე პროგრამა განხორციელდა.

საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა 37 ბიზნეს-კომპანიამ მიიღო. მათ Blockchain-ის საშუალებით გარიგება აწარმოეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და ინდოეთში.

პროექტის მონაწილეებმა ადგილობრივი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნეს, რომ შედეგი დამაკმაყოფილებელია.

ინტერვიუს დროს ინვესტორებმა აღნიშნეს, რომ საპილოტე პლატფორმამ მოახერხა კორპორატიული საკრედიტო ინფორმაციის გადამოწმება, საექსპორტო და ფინანსური სესხების აუთენთიფიკაცია და გადასახადის შეტანის ელექტრონული ფორმების მართვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი