აშშ-ს მარეგულირებელი საზოგადოებას Bitcoin ETF-სთან დაკავშირებით აზრის გამოთქმას სთხოვს

0
1008

აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ გამოსცა ბრძანება, რომელიც საშუალებას აძლევს საზოგადოებას კომენტარი გააკეთოს შემოთავაზებული წესის ცვლილებაზე, რომელიც Bitcoin ETF-ს შეეხება.

მარეგულირებლის თანახმად, ორგანოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, დაამტკიცოს თუ არ მოიწონოს VanEck-ის ბიტკოინის ბირჟის საქმიანობა, მაგრამ ეძებს და ხელს უწყობს დაინტერესებულ პირებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი აზრი გამოთქვან.

კერძოდ, კომისია აშშ-ს მოქალაქეებს სთხოვს, განიხილონ Bitcoin ETF-ს მუშაობა: ექვემდებარება თუ არა, არსებულ კანონმდებლობას და იღებს თუ არა, ზომებს სისტემის თაღლითური გზებისაგან თავის დასაცავად.

არსებული წესების თანახმად, ეროვნული ფასიანი ქაღალდების კომისია მიზნად ისახავს ინვესტორებისა და საზოგადოებრივი ინტერესის დაცვას.

ნებისმიერ მსურველს, შეუძლია დატოვოს კომენტარი აღნიშნული თემის ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებიდან 21 დღის ვადაში და ასევე ამ ვადის ამოწურვის შემდეგ დამატებით 35 დღის განმავლობაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი