აშშ-ში მაინინგის წინააღმდეგ გარემოსდამცველთა პროტესტი გრძელდება

0
778

გარემოსდამცველები აშშ-ს მთავრობას მოუწოდებენ, რომ კრიპტო მაინერების მიმართ ზომები მიიღოს.

გარემოზე ორიენტირებულმა რვა ორგანიზაციის ჯგუფმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს მოუწოდა განახორციელონ ახალი მიდგომები სამუშაოს დადასტურებისა და კრიპტო მაინინგის სხვა ოპერაციების საპასუხოდ.

შეერთებული შტატების მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოლიტიკის ოფისში გაგზავნილ წერილში გარემოსდაცვითმა სამუშაო ჯგუფებმა: Earthjustice-მა, Greenpeace-მა, კონსერვაციის ამომრჩეველთა ლიგამ, სიერა კლუბმა, დედამიწის მეგობრებმა და სენეკას ტბის მცველმა მიმართეს თეთრი სახლის დაქვემდებარებაში არსებულ სააგენტოებს, რომლებიც პასუხიმსგებელნი არიან გარემოსდაცვით ღონისძიებებზე.

განცხასებაში წერია, რომ მათ უნდა გადახედონ პოლიტიკას, რომელიც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებისა და კლიმატის დაბინძურების შეზღუდვას.

უფრო კონკრეტულად, ორგანიზაციები ამტკიცებდნენ, რომ აშშ-ში კრიპტომაინინგი საზოგადოებებს აყენებს ზიანს, წიაღისეული საწვავიდან მოპოვებულ ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის შექმნით.

აღნიშნულმა ჯგუფმა მოუწოდა ბაიდენის ადმინისტრაციას, რომ მაინინგ კომპანიები გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) დაუქვემდებარონ და ყოველი მათგანი მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ამყოფონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი