Polymarket–ის დამფუძნებელი: კრიპტო პროგნოზს შესაძლოა, სოციალური და ინფორმაციული მნიშვნელობა მიენიჭოს

0
1196

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება.

წინასაპრეზიდენტო დებატების დროს, რომელიც ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის გაიმართა, ცალსახად გამარჯვებული არ გამოვლენილა.

საქმე ეხება კანდიდატების ციფრულ ვალუტასთან და ზოგადად კრიპტო ბაზრის მიმართ დამოკიდებულებას.

პლატფორმა Polymarket–ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია კანდიდატებს ჰქონდეთ ჩამოყალიბებული პოზიცია ციფრული ვალუტის ბაზრებთან დაკავშირებით.

მედიასთან საუბრის დროს შეინ კოპლანმა კრიპტო ბაზრის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

”ჩემი აზრით, რაც კარგია ბაზრებზე, არის მათი ინფორმაციის შეგროვების უნარი და სინთეზირება ფასების ზუსტ პროგნოზირებაში. ეს არის ფასის აღმოჩენა- ყველას აზრისა და ცოდნის გაერთიანება. ამას კი შეიძლება ჰქონდეს წარმოუდგენელი სოციალური და ინფორმაციული მნიშვნელობა”,- აღნიშნა Polymarket–ის დამფუძნებელმა, შეინ კოპლანმა.

შეგახსენებთ რომ, ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენი ხშირად არ საუბრობს, მაგრამ მედიასთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ტექნოლოგიისა და ინოვაციის მომხრეა.

დონალდ ტრამპის აზრით კი, კრიპტოვალუტა ფულის სახეობას არ წარმოადგენს და მისი ღირებულება ძალზე ცვალებადია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი