Blockchain-ი კინოინდუსტრიაში შევიდა

0
781

Web3 ტექნოლოგიები აგრძელებენ “შეღწევას” სხვადასხვა ინდუსტრიაში, რათა “ძველ სისტემებში” ინოვაცია შემოიტანონ.

ეს მოიცავს ისეთ შემოქმედებით სფეროებს, როგორიცაა მაგალითად მუსიკალური ინდუსტრია.

თუმცა ამჯერად ტექნოლოგიური ინოვაციის სამიზნე კინოინდუსტრია გახდა.

წელს, Slamdance Film Festival, ოსკარით აკრედიტებულ კინოფესტივალზე იქნება ახალი ფილმის Fuzzy Head-ის პრემიერა, რომელმაც მიიღო დაფინანსება Blockchain-ზე მომუშავე crowdfunding პლატფორმის Untold.io-ს მეშვეობით.

ალი აქსუმ, Untold.io-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მედიასთან ინერვიუს დროს აღნიშნა, რომ კინორეჟისორებს, ისევე როგორც Fuzzy Head-ზე, შეუძლიათ გამოიყენონ Blockchain ტექნოლოგია თავიანთი დაფინანსების პროცესის დემოკრატიზაციისთვის და საინვესტიციო შესაძლებლობების გასახსნელად აკრედიტებული და არააკრედიტებული ინვესტორების მეშვეობით.

”კრიპტო/Blockchain ინტეგრაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი კინოინდუსტრიაში იქნება ახალი აქტივების კლასის გახსნა ყველა სახის ინვესტორისთვის. ასევე კარგი იქნება გულშემატკივრების ჩართულობის გაზრდა NFT-ების საშუალებით”,- განაცხადა Untold.io-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, Untold-მა პარტნიორობა გაუწია Dapper Labs-ს, რათა დაეჩქარებინა ტექნოლოგია და მისცა უფრო ფართო წვდომა თავის პროგრამებზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი