აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი სანქციებს 5 კრიპტო მისამართს უწესებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსულ ნეონაცისტურ გასამხედროებულ ჯგუფთან.
შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ სანქცირებული სუბიექტების სიაში ხუთი კრიპტოვალუტის მისამართი დაამატა, რომლებიც დაკავშირებულია ნეო-ნაცისტურ ჯგუფთან, რომელიც მონაწილეობდა უკრაინაში რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ.
გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ს ხაზინამ 22 ფიზიკური პირი დაამატა აღნიშნულ სიაში, რომლებთანაც შეერთებული შტატების მოქალაქეებს და დაწესებულებებს ნებისმიერი საქმიანობა ფაქტობრივად ეკრძალებათ.
ამ ფიზიკური პირების კრიპტო ანგარიშებზე არსებული ფინანსები რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ემსახურებოდა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში, რის გამოც მოხდა მათი ლიკვიდურობის შეზღუდვა.
სიაში ასევე მოხვდა ორი სუბიექტი, მათ შორის – ნეო-ნაცისტური გასამხედროებული ჯგუფი, სახელწოდებით Task Force Rusich – რომელსაც სანქიცების შედეგად დაებლოკა ორი კრიპტო ანგარიში, ერთი ეთერიუმის და ერთიც Tether-ის (USDT).
ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ სანქციები დაწესდა, როგორც მთავრობის ძალისხმევის ნაწილი, რათა რუსეთი პასუხისმგებელი იყოს ომის დანაშაულებებზე, სისასტიკესა და აგრესიაზე. ასევე სანქციების მიზანია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფინანსური იზოლაცია მოხდეს.