აშშ-ს სენატი კრიპტოვალუტის რეგულირებაზე მსჯელობას აგრძელებს

0
819

ინდუსტრიის წარმომადგენლები ვარაუდობენ Stabenow-Boozman კრიპტო რეგულირების კანონპროექტის გაუმჯობესებას.

ცოტა ხნის წინ სენატის სოფლის მეურნეობის კომიტეტის მიერ გამართულ მოსმენაზე, მეორე პანელის დროს მოიწვიეს მომხმარებლები, ვინც ჩართულნი იყვნენ ახალი კანონპროექტის განხილვაში. მათ მთლიანობაში დადებითად დაახასიათეს კანონი, თუმცა ჰქონდათ გარკვეული შენიშვნები.

განმარტებები იყო ხუთივე სპიკერისთვის და Blockchain ასოციაციის პოლიტიკის ხელმძღვანელის ჯეიკ ჩერვინსკისთვის, რომელმაც კანონპროექტის შესახებ მოსმენის დასრულებიდან რამდენიმე წუთში გამოაქვეყნა განცხადება. სპიკერების უმრავლესობას ჰქონდა სურვილი ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის უფრო მკაფიო და მოცულობითი განმარტება მოესმინა.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი მოიცავს ფასიანი ქაღალდების არჩევას, ის ცალსახად არ განსაზღვრავს რა არის ან არა ფასიანი ქაღალდი (ჰოუის ტესტის გამოყენებით ან სხვაგვარად)“ – განაცხადა Coinbase-ის ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალური მრჩევლის მოადგილემ ქრისტინ პარკერმა.

კრიპტო საბჭოს ინოვაციების აღმასრულებელმა დირექტორმა შეილა უორენმა კი დასძინა:

„კანონპროექტი სააგენტოებსა და სასამართლოებს უტოვებს განსაზღვრონ ციფრული ვალუტა, გარდა ბიტკოინისა და ეთერიუმისა, თუ რამდენად უსაფრთხოა მათი მოხმარება. ამ მიდგომას დღემდე თითქმის არასდროს უმუშავია დადებითად, შესაბამისად ის უარყოფით ზეგავლენას ახდენს მომხმარებლებზე.“

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი