სამსუნგი კომპანიის მიწოდების გლობალური ქსელისთვის Blockchain-ს გამოიყენებს

0
2839

კომპანია სამსუნგმა განაცხადა, რომ კომპანიის მიწოდების გლობალური ქსელისთვის Blockchain-ის გამოყენებას აპირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

Samsung SDS-მ, რომელიც არის სამსუნგის შვილობილი კომანია დაასკვნა, რომ Blockchain-ის გამოყენებით ხარჯები 20% -ით შემცირებდა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ Blockchain ტექნოლოგიას უზარმაზარი გავლენის მოხდენა შეუძლია წარმოებაზე.

გეგმის მიხედვით, სამსუნგის გლობალური მიწოდების ქსელი შეიძლება Blockchain-ის ქსელში მთლიანი, 2018 წლის მოცულობით გადავიდეს, რაც გულისხმობს 488.000 ტონა საჰაერო ტვირთს.

მოცულობაში ასევე შედის სამომხმარებლო საქონელი, როგორიცაა Samsung Electronics Galaxy S9 სმარტფონი.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს სამსუნგი მაინინგის ტექნიკის მწარმოებელ კომპანიასთან პარტნიორობა. პარტნიორობის მიზანი მაინინგის ჩიპების გამოშვება იყო.

გარდა ამისა, 2017 წლის ნოემბერში სამსუნგმა სამხრეთ კორეის მთავრობასთან Blockchain პლატფორმის შექმნის შესახებ შეთანხმება დადო. აღნიშნულმა პროექტმა 2022 წლისთვის სამხრეთ კორეელებს უფრო მეტი კეთილდღეობა და საზოგადოებრივი უსაფრთხოება უნდა მოუტანოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი