OP Crypto კრიპტოვალუტის კომპანიების დასახმარებლად ფონდს ქმნის

    OP Crypto – კრიპტოვალუტის კაპიტალის ფირმა, რომელიც Huobi-ს ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ განმა დააარსა, იწყებს ახალი ფონდის შექმნას განვითარებადი ფონდების მენეჯერების მხარდასაჭერად.

    ფონდი ადრეული ეტაპის კრიპტო ინვესტიციებზე იქნება ორიენტირებული.

    “OP Funds of Funds I”-ის სახელწოდებით ცნობილმა ამ ფონდმა უკვე უზრუნველყო 50 მილიონი დოლარის მოზიდვა ისეთი მსხვილი კომპანიებისგან, როგორიცაა FTX-ის საინვესტიციო შვილობილი კომპანია LedgerPrime-ი და FJ Labs-ი.

    OP FoF I ფონდი ჯერ კიდევ ღიად ტოვებს მიმღებ ანგარიშებს, რადგან მათი მიზანი 100 მილიონი დოლარის შეგროვებაა. შესაბამისად ფონდის დამფუძნებლები მის დახურვას მხოლოდ მესამე კვარტალში გეგმავენ. ამის შესახებ მედიასთან OP Crypto-ს ოპერაციულმა დირექტორმა, ლუკას ჰემმა, ისაუბრა.

    ფონდი იმუშავებს კრიპტოფონდის მენეჯერების იდენტიფიცირებასა და მხარდაჭერაზე, რომლებსაც უნიკალური ექსპერტიზის შესრულება შეუძლიათ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, დეცენტრალიზებული ფინანსები, თამაშები NFT-ი და ა.შ.

    მიუხედავად იმისა, რომ ფონდი უფრო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე არის ფოკუსირებული ფონდი ინვესტიციების მოზიდვას გლობალური მასშტაბით აგრძელებს.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *