აშშ-ს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი კრიპტო სექტორის მიმართ ნეიტრალურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს

0
874

აშშ-ს შიდა შემოსავლების სამსახურის მთავარმა სპეციალურმა აგენტმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ NFT-ი და კრიპტოვალუტა არის მომავალის ტექნოლოგია.

თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თაღლითობა და მანიპულირება ამ სივრცეში ჯერ კიდევ საკმაოდ გავრცელებულია.

IRS-ის ლოს-ანჯელესის საველე ოფისის კრიმინალური სამმართველოს გამომძიებელმა, რაიან კორნერმა კომენტარი გააკეთა USC Gould Law School-ის შეხვედრაზე:

„ჯერჯერობით ამ სფეროში თაღლითობის აღმოფხვრა, სამწუხაროდ, ჰორიზონტივით მიუწვდომელია.“

მისი თქმით, IRS-ის საგამოძიებო განყოფილება აღიარებს კრიპტო სექტორის მნიშვნელოვან ზრდას. თუმცა დასძინა ისიც, რომ ციფრული ვალუტების გამოყენება მხოლოდ გადახდებითა და ვაჭრობით არ შემოიფარგლება.

მან ისაუბრა სხვადასხვა უკანონო ქმედებაზე, რისთვისაც კრიპტოვალუტას ხშირად იყენებენ. ეს შეეხება თაღლითურ სქემებს, ფულის გათეთრებას, გადასახადების თავიდან არიდებას და ა.შ.

რაიან კორნერმა ხაზგასმით აღნიშნა ბაზრის მანიპულირების საკითხი და გავლენიან ინვესტორებზე მიუთითა, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ კრიპტოვალუტების ფასები “ტვიტერის” ერთი პოსტით შეცვალონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი