გერმანია სტაბილკოინის განვითარებას აგრძელებს

0
765

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, გერმანია სტაბილკოინის პროექტის განვითარებას გააგრძელებს. 2021 წელი კი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის წელი უდავოდ იყო.

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო ორწლიანი საცდელი ეტაპი ციფრული ევროს შესაძლო დანერგვის დასადგენად. გერმანია კი ამ საქმეში ლიდერის როლს თამაშობს.

Deutsche Bundesbank-ი, ქვეყნის ცენტრალური ბანკი, გერმანიის ფინანსურ ინსტიტუტებს, კომპანიებსა და fintech სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს, რათა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების გამოყენება მრავალმხრივ იყოს განხილული.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მარტში Deutsche Bundesbank-მა, Deutsche Börse-მ და გერმანიის ფედერალურმა საფინანსო სააგენტომ რამდენიმე მსხვილ საერთაშორისო ბანკთან ერთად ციფრული ობლიგაციების შესყიდვის დამუშავების ახალი პროცედურა გამოსცადეს.

საცდელმა პროცედურამ წარმატებით ჩაიარა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ოქტომბერში შვიდი მოწინავე ეკონომიკური სახელმწიფოს ჯგუფმა, G7-მა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შექმნა განიხილა.

G7-მა, რომელშიც მოიაზრება შემდეგი ქვეყნები: კანადა, საფრანგეთ, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდ ბრიტანეთი და აშშ დაადგინა, რომ ნებისმიერი ახლადშექმნილი სტაბილკოინი ცენტრალური ბანკის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი