არაბეთის გაერთიანებული საამიროების მარეგულირებლები კრიპტოვალუტის მიმართ კეთილგანწყობას ინარჩუნებენ

0
919

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქვეყანა მარტივ გამოსავალს მიმართავს და კრიპტოვალუტას უბრალოდ კრძალავს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მარეგულირებლები განსხვავებულ მიდგომას ირჩევენ.

ქვეყანა თანმიმდევრულად ახორციელებს თავის ხედვას. უფრო კონკრეტულად კი, კრიპტო ბიზნესებისათვის უზრუნველჰყოფს მარეგულირებელი სისტემის შექმნას, რათა ყველაფერმა კანონის შესაბამისად იმუშაოს.

ქვეყანაში იურისდიქციები დაყოფილია თავისუფალ გეოგრაფიულ ზონებად, მაგრამ საერთო ეკონომიკურ კანონმდებლობას ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის ორგანო (SCA) არეგულირებს.

ერთი-ერთი გეოგრაფიულ თავისუფალ ზონას წარმოადგენს დუბაის საერთაშორისო ფინანსური ცენტრი (DIFC), რომელსაც დუბაის ფინანსური მომსახურების ორგანო (DFSA) არეგულირებს.

ასევე სხვა თავისუფალი ზონებიც არსებობს: აბუ დაბის გლობალური ბაზრები (ADGM), რომელსაც ფინანსური მომსახურების მარეგულირებელი ორგანო (FSRA) არეგულირებს და დუბაის Multi Commodities Center-ი (DMCC), რომელიც SCA-ს მარეგულირებელ უფლებამოსილებას ექვემდებარება.

Karm Legal Consultants-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, კოკილა ალაგმა განმარტა, რომ SCA მარეგულირებელი ხელს უწყობს თავისუფალ ბიზნეს ზონებში კრიპტოვალუტის საერთო და საამრთლიანი რეგულაციების დაწესებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი