ჩინეთში 14 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მიითვისეს

0
1347

ჩინეთის პოლიციამ ვენზუში მასშტაბური კრიპტო თაღლითური სქემა გამოამჟღავნა. სამართალდამცავებმა უკანონოდ მითვისებული 14,31 მილიონ დოლარის კრიპტოვალუტის მიკვლვა მოახერხეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კრიმინალური დაჯგუფება 2019 წლიდან მოქმედებს.

მაისის ბოლოს ჩინეთის სამართალდამცავმა უწყებამ თაღლითური ჯგუფი გამოავლინა. როგორც გაირკვა, დაკავებულები კრიპტოვალუტის თაღლითურ საქმიანობაში იყვნენ შემჩნეულნი.

როგორც ადგილობრივი მედია საშუალება Jinse იუწყებოდა, პოლიციამ გუანდგდოს პროვინციაში 12 პირი აიყვანა.

დაკავებულებმა შექმნეს ყალბი პლატფორმა, რომელიც ფულის გათეთრების მიზნით გამოიყენეს. შემდეგ კი ეს თანხმა საზღვარგარეთ გადარიცხეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ჩინეთში კრიპტო თაღლითობის ფაქტები გახშირდა.

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის სამართალდამცავმა უწყებამ თაღლითობის მორიგი სქემა გამომაჟღავნა.

როგორც გაირკვა, ციფრული ვალუტის კომპანია Wotoke-მა დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის კრიპტოვალუტა მიითვისა.

ჩინური მედია წერდა, რომ დაზარალებულთა რიცხვი 715.000-ზე მეტს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი