ჩინეთის ციფრული აქტივების კვლევის პრეზიდენტი: 2020 წელი Blockchain-ისთვის მნიშვნელოვანი იქნება

0
1071

ჩინელი ეკონომისტი, ჟუ ჟიმაინგი აცხადებს, რომ 2020 წელი Blockchain ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი წელი იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ ის აგრეთვე არის პროფესორი, ჩინეთის ციფრული აქტივების კვლევის პრეზიდენტი და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის ყოფილი ეკონომისტი.

“2020 წელი მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება სხვადასხვა სფეროსა და ინდუსტრიაში Blockchain ტექნოლოგიის ინტეგრირებისთვის. ამასთანავე, ვფიქრობ, რომ 2020 წელი Blockchain-ის არსებობის ისტორიაშიც გარდამტეხი პერიოდი იქნება”,- აღნიშნა მედიასთან საუბრის დროს ეკონომისტმა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის იუნანის პროვინციამ პირველი Blockchain-ზე დაფუძნებული საჯარო რესურსების სატენდერო პლატფორმა შეიმუშავა.

ქალაქ კუნმაინგში საჯარო რესურსების სატენდერო პლატფორმის შემუშავება და შიდა ტესტირება უკვე დასრულდა.

საჯარო რესურსების პლატფორმა არის მეთოდი, რომელსაც მთავრობა დიდი რესურსების გამოყოფისთვის კერძო და საჯარო სექტორის კომპანიებზე იყენებს.

სატენდერო პლატფორმა იყენებს Tencent-ის Blockchain-ის სერვისულ სისტემას და აპირებს გადაჭრას ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას საჯარო რესურსები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი