Financial Times-ი: Facebook-ი მოლაპარაკებს Coinbase-თან მართავს

    სოციალური მედიის გიგანტმა Facebook-მა მოლაპარაკებები გამართა აშშ-ში დაფუძნებულ უმსხვილეს კრიპტოვალუტის ბირჟა Coinbase-თან. მოლაპარაკების მიზანი Facebook-ის ციფრული ვალუტის გამოშვება არის.

    ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი აქვეყნებს.

    Financial Times-ის ინფორმაციით, Facebook-ის პროექტზე მუშაობს ჯგუფი, თუმცა გაცხადებულად ეს ინფორმაცია მხოლოდ ადამიანთა მცირე ჯგუფმა იცის. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ Facebook-ის წარმომადგენელმა კრიპტოვალუტის ბირჟა Winklevoss twins-თანაც გაიარა კონსულტაცია.

    ანონიმური წყაროების მიხედვით კი, Facebook-ი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს მსხვილ კრიპტოვალუტის კომპანიებთან.

    მაისის დასაწყისში ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Facebook-ი PayPal-ის პერსონალთან თანამშრომლობდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური ქსელის დამფუძნებელი ან სხვა წარმომადგენლები ამის შესახებ დღემდე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.

    Bloomberg-მა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ Facebook-ის ციფრული ვალუტა წლის ბოლომდე შეიქმნებოდა.

    ცოტა ხნის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ Facebook-მა ახალი საფინანსო კომპანია Libra Networks-ი ჟენევაში დააფუძნა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *