ალტკოინების ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს

0
1213

27-28 აპრილს ციფრული ვალუტის ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებდა.

27 აპრილს რიპლიზე ვაჭრობა 0.19 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში ფასი ამ ნიშნულს არ ჩამოსცდენია. დღევანდელი მონაცემებით კი, ფასი ოდნავ გაიზარდა ის 0.20 დოლარს შეადგენს.

ბოლო რამდენიმე დღეა რიპლის კურსი ზრდის ტენდენციას აჩვენებს. თუმცა სტაბილურობის შენარჩუნების შემდეგ ანალიტიკოსები რიპლის ფასის მომატებას 0.25 დოლარზე ვარაუდობენ.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 0.28 დოლარის ნიშნულსაც მიაღწიოს.

ამ ეტაზე ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ ჯერ ფასის მატებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

რაც შეეხება ლაიტკოინს: გუშინ ლაიტკოინზე ვაჭრობა 44 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი 45 დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული კვლავ 43 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ლაიტკოინზე ვაჭრობა კი 44 დოლარზე დაიხურა.

ლაიტკოინის კურსი სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად სტაბილურად გამოიყურება.

ანალიტიკოსების პროგნოზით, ლაიტკოინს აქვს ფასის ზრდის შანსი. თუკი ალტკოინის კურსი გაიზრდება მოსალოდნელი დონე 47 დოლარი და უფრო მეტი იქნება.

ექსპერტები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას მაშინ ურჩევენ, როდესაც ლაიტკოინის ფასი 47 დოლარის ნიშნულს მიაღწევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი