დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის კვლევას აგრძელებს

0
947

გაერთიანებული სამეფოს ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის კვლევას აგრძელებს. კვლევაში ბანკისა და ფინანსური ტექნოლოგიების ექსპერტებიც ჩაერთვნენ.

ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ სტაბიკოინის კვლევაში ისეთი კომპანიების ჩართვას აპირებს, როგორებიცაა: Google-ი, Mastercard-ი, Consensys-ი და Spotify და ა.შ.

ტექნოლოგიის ექსპერტები იქნებიან PayPal–ის Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის მთავარი ტექნოლოგი, ედვინ აოკი და Google–ის პროგრამული უზრუნველყოფის მთავარი ინჟინერი, უილ დრიური.

ამ კვირის განცხადება არის სიგნალი იმისა, რომ ცენტრალური ბანკი სერიოზულად უყურებს სტაბილკოინთან დაკავშირებულ გეგმებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბანკი რესურსებს ციფრული გადახდების და კრიპტოვალუტების წამყვანი ექსპერტებისგან იღებს.

აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა სტაბილკოინის კვლევა 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო. თავდაპირველად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი.

ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, სამუშაო ჯგუფმა გააერთიანა გაერთიანებული სამეფოს ყველა შესაბამისი საწესდებო ორგანოს ძალისხმევა სტაბილკოინის შემუშავებასთან დაკავშირებით.

ჯგუფზე დაკისრებული მოვალეობების ფარგლებში, სამუშაო ჯგუფი ამ დრომდე სტაბილკოინთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესწავლის პროცესშია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი