ავსტრალიის ფინანსური ბაზრის მთავარმა მარეგულირებელმა, შეუსაბამო სამიზნე ბაზრის განსაზღვრის (TDM) გამო, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ სამ ფონდს შუალედური შეკვეთები შესთავაზა, რომელიც, თავის მხრივ, კრიპტოკომპანიებმა მათ ინვესტორებს უნდა წარუდგინონ.
ამის შესახებ ავსტრალიის ფასიანი ქაღალდებისა და ინვესტიციების კომისიამ (ASIC) განაცხადა. კომისიამ განათავსა შუალედური შეკვეთები ავსტრალიური აქტივების მენეჯერის – “ჰოლონის” სამ კრიპტო ფონდზე, რომლებიც მიზნად ისახავენ ბიტკოინში ინვესტიციის ჩადებას.
სამიზნე ბაზრის განსაზღვრა არის დოკუმენტი, რომელიც სავარაუდო საჭიროებებს, მიზნებსა და ფინანსურ მდგომარეობაზე დაყრდნობით აღწერს და საზღვრავს ვისთვის არის პროდუქტი შესაფერისი, ასევე იმას თუ როგორ შეიძლება პროდუქტის განაწილება.
ამ პროგრამას ავსტრალიური კრიპტო საზოგადოება Invest Smart-ის სახელით იცნობს.
ASIC-ის სპიკერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ TMD-ები იყო ზედმეტად ფართო, კრიპტო ბაზრების არასტაბილურობისა და სპეკულაციური ხასიათის გათვალისწინებით.
მათ ასევე გამოხატეს მარეგულირებელი შეშფოთება იმის გამო, რომ “ჰოლონმა” არ გაითვალისწინა ფონდების მახასიათებლები და რისკები სამიზნე ბაზრების განსაზღვრისას.