ინდოეთის მოსახლეობა მთავრობისგან კრიპტოვალუტის ლიბერალური რეგულაციის მოლოდინშია

0
2311

რიპლი ინდოეთის სარეზერვო ბანკისგან დადებითი მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნას ელოდება.

ამის შესახებ Times of India იტყობინება.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის ბანკებს შეზღუდვები დაუწესა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით, ცენტრალური ბანკის ბოლო დროინდელი გადაწყვეტილება, რომ შესაძლოა, საკუთარი კრიპტოვალუტა გამოუშვას ეს ფაქტი მარეგულირებლის ტონს მეტნაკლებად არბილებს.

გასულ წელს, რიპლი იტყობინება, რომ მუმბაიში ოფისი დაარსა. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვთ განვითარებული ბანკთაშორისი ქსელი, უფრო მგრძნობიარენი იქნებოდნენ კრიპტოვალუტის მიმართ.

ინდოეთის ცენტრალური ბანკის მკაცრი პოზიცია კრიპტოვალუტასთან მიმართებაში მეტწილად გამოწვეულია სასამართლოში ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული საქმეების სიუხვით. თუმცა, მეორე მხირვ, ბანკებს ხშირად იქით ადანაშაულებენ მთელ რიგ საკითხევში. არამომგებიანი მარეგულირებელი სისტემის გამო, ზოგიერთი მბრალდებელი იმასაც კი ამტკიცებს, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკის პოზიცია ზოგადად, კრიპტოვალუტებთან მიმართებაში კონსტიტუციის დარღვევაა.

შეგახსნებეთ, რომ აპრილში, ტექ-ინვესტორმა ტიმ დრაიპერმა ინდოეთის ცენტრალური ბანკი გააფრთხილა, რომ ზედმეტად მკაცრი რეგულაციების გამო, ინდოეთიდან ინვესტორები და სტარტაპები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გააგრძელებდნენ საქმიანობას.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ქვეყანაში კორუფციის წინაარმდეგ აქტიურად დაიწყო ბრძოლა დრაიპერი მთავრობის ზოგად დამოკიდებულებას კრიპტოვალუტის მიმართ დიდ შეცდომას უწოდებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი