გერმანია ხელსაყრელ კრიპტო ეკონომიკურ ზონად დასახელდა

0
866

მიმდინარე ეკონომიკური კვარტლის შეჯამებისას აღმოჩნდა, რომ კრიპტო მფლობელთა შორის გამოკითხვამ გერმანია ყველაზე ხელსაყრელ ეკონომიკურ გარემოდ დაასახელა.

აშშ-მ კი შვიდი პუნქტით დაიწია ბაზარზე და მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.

Coincub-ის მიერ შედგენილი კრიპტოეკონომიკის რეიტინგი განიხილავს სხვადასხვა ფაქტორს. ეს ფაქრორებია: ხელსაყრელი კრიპტო პერსპექტივა, მკაფიო კრიპტო საგადასახადო წესები და უფრო გამჭვირვალე მარეგულირებელი კომუნიკაციები ქვეყნების რეიტინგისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ გადასახადების გადამხდელებისათვის გერმანია ნამდვილად არ მიიჩნევა საიმედო თავშესაფრად, ის მაინც ერთ-ერთ უძლიერეს ეკონომიკად დასახელდა, როგორც ვიტუალური, ისე ტრადიციული ფინანსებისათვის.

გერმანიამ წაახალისა კრიპტ მფლობელები როგორც ჯილდოებით ისე მარეგულირებელი სიჯანსაღით. მათ კი, ვისაც ერთ წელზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში კრიპტოვალუტას ფლობდნენ სრულიად თავისუფლები არიან გადასახადისაგან.

კრიპტო პოზიტიური მარეგულირებელი პოზიციით მეორე ადგილზე შვეიცარია გავიდა, რომელიც ასევე მსოფლიოს ტოპ კრიპტო ორგანიზაციების სიაშიც არის შეყვანილი.

შესაბამისად, მომდევნო სამი ადგილი შემდეგნაირად განაწილდა: მესამე ადგილზე ავსტრალიაა, მეოთხეზე – არაბთა გაერთიანებული საემიროები და მეხუთეზე – სინგაპური.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი