აბუ-დაბის გლობალურმა ბაზარმა (ADGM), რომელიც ასევე ცნობილია ემირატის თავისუფალი ეკონომიკური ზონის სახელით, კვირის დასაწყისში საკონსულტაციო დოკუმენტი გამოაქვეყნა.
დოკუმენტი სახელმძღვანელო მითითებების პროექტს შეიცავს, რომელიც, სხვა აქტივების კლასებთან ერთად NFT-ი ვაჭრობასაც გულისხმობს.
დოკუმენტში წერია, რომ კომპანიებს, რომლებსაც თავისუფალი ზონის ფინანსური მარეგულირებლისგან ლიცენზია აქვთ აღებული, უნდა მიეცეთ საშუალება, რომ ხელი შეუწყონ NFT-ით ვაჭრობას.
ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი NFT-ის, როგორც ინტელექტუალურ საკუთრებას და არა, როგორც ფინანასურ ინსტრუმენტს, ისე აღწერს.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ NFT-ებში განხორციელებულმა ტრანზაქციებმა შესაძლოა, ADGM-ის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) და სანქციების წესების დაცვის მოთხოვნა წარმოშვას.
ეს კი განპირობებულია იმ ფაქტით, რომ არც ამ და არც რაიმე სხვა დოკომენტით ემირატების თავისუფალ ეკონომიკურ ზონას NFT-ებისთვის მარეგულირებელი სისტემა აქამდე არ შეუქმნია.