Choate Hall & Stewart LLP-ის იურისტები: მარეგულირებელი სისტემის გაურკვევლობა კრიპტო სექტორს პრობლემას უქმნის

0
749

Choate Hall & Stewart LLP-ის იურისტების განცხადებით, კრიპტოვალუტის ირგვლივ მარეგულირებელმა გაურკვევლობამ შექმნა „ნაყოფიერი გარემო“ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სამართალწარმოებისა და აღსრულებისთვის.

კვირის დასაწყსიში Law360-ზე გამოქვეყნებულ ანალიზში Choate Hall & Stewart LLP-ის იურისტები, მათ შორის მაიკ გასი, დიანა ლოიდი და ალექს ბევანსი, ხაზგასმით აღნიშნავენ და ამტკიცებენ იმას, რომ არსებული კანონები გამოიყენება კრიპტოვალუტის მომხმარებლებისა და ინვესტორების წინააღმდეგ სასამართლოში.

ისინი პროგნოზირებენ, რომ აღნიშნული ტენდენცია დროთა განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ დაჩქარდება და გაიზრდება.

”მაღალმა საბაზრო კაპიტალიზაციამ, ფართოდ განხილულმა მარეგულირებელმა გაურკვევლობამ, შექმნა ნოყიერი ნიადაგი სასამართლო პროცესებისა და აღსრულების ზრდისთვის”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ადვოკატებმა მაგალითებად მოიყვანეს რამდენიმე შემთხვევა, მათ შორისაა შეერთებული შტატების მოქალაქის დევნა კრიპტოვალუტის გამოყენებით სანქციების დარღვევისთვის.

„კრიპტოვალუტით სავაჭრო პლატფორმებმა და მათ, ვინც ვაჭრობს და იყენებს კრიპტოვალუტას, უნდა გააცნობიერონ, რომ სასამართლო და აღსრულების აქტივობა სავარაუდოდ დაჩქარდება მიმდინარე მარეგულირებელ კლიმატში, შესაძლოა არაპროგნოზირებადი გზებით“, – აცხადებენ ავტორები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი