დიდ ბრიტანეთში გამოკითხულთა 81% ციფრულ ვალუტას ინვესტირებისთვის ირჩევს

0
759

გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით ჩატარებულმა გამოკითხვამ გამოავლინა მზარდი ინტერესი ციფრული ვალუტის მიმართ, რაც განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა ხელმისაწვდომობა და კრიპტო ბაზარის ზრდის პოტენციალი.

გამოკითხვა ჩაატარა OnePoll-მა Tokenise-ის საშუალებით. გამოიკითხა 2000 მოქალაქე, რომელთა 81%-მა აირჩია ტოკენები, როგორც ტრადიციული ინვესტიციების უფრო უსაფრთხო ალტერნატივა, ოქროსთან, ნავთობთან, აქციებთან და უძრავ ქონებასთან შედარებით.

რესპონდენტების განცხადებების საერთო ანალიზით დადგინდა, რომ ისინი მიმდინარე პერიოდში ციფრული ვალუტის სექტორისგან უფრო მეტს ელიან, რადგან პანდემიის, მაღალი საპროცენტო განაკევთების და სხვა მიზეზების გამო, ტრადიციული ფინანსები ინფლაციას ვერ არიდებს თავს.

გამოკითხულთა 24% ტოკენებში ინვესტირებითაა დაინტერესებული, მათ შორის NFT-ში. ეს კი ტოკენის მიღების უკიდურეს პოპულარობაზე მიანიშნებს.

კრიპტოვალუტის ინვესტორების 55%-ს NFT-ში ინვესტირებაც ხიბლავს.

უნდა აღინიშნოს, რომ 18-დან 24 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას NFT-ში ინვესტიციები აინტერესებს. მათი რაოდენობა კი გამოკითხულთა 46% შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი