Google Play-მ მაინინგის აპლიკაციები დაბლოკა

0
2852

Google Play-დან კრიპტოვალუტის მაინინგის აპლიკაციების გადმოწერა ამ ეტაპზე შეუძლებელია. კომპანიის მიერ დაწესებული აკრძალვა რამდენიმე კატეგორიის აპლიკაციებს შეეხო.

მათ შორის არის მაინინგის აპლიკაციები, რომელიც მომხმარებლისთვის შეურაცხმყოფელ რეკლამებად მიჩნეულ აპლიკაციებთან ერთად აიკრძალა.

ამის შესახებ ინფორმაციას The Verge-ი ავრცელებს.

როგორც Google-ის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული ამიერიდან მომხმარებლისთვის მაინინგის აპლიკაცების ბაზა დაიბლოკება.

გადაწყვეტილება Google-მა შეცვლილი შინაგანაწესის შედეგად მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ივნისიდან Google-ი ყველა კრიპტოვალუტის რეკლამა აკრძალა.

Google-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ კომპანიის განახლებული ფინანსური პოლიტიკის თანახმად, კრიპტოვალუტასა და მასთან დაკავშირებული შინაარსის რეკლამები, მათ შორის პირველადი მონეტარული შეთავაზება (მაგრამ ჯერ ზუსტად არ არის განსაზღვრული), კრიპტოვალუტის საფულე, ბირჟები და კრიპტოვალუტის ვაჭრობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, Google-ის სისტემაში არ განთავსდებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი