იაპონიის კრიპტოვალუტის ბირჟა Taotao 30 მაისს დაიწყებს სავაჭრო მომსახურებას.
ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ Taotao-ს 40%-ის მფლობელი ინტერნეტ გიგანტი Yahoo! არის. თავდაპირველად ბირჟაზე ვაჭრობა ბიტკოინით, ეთერიუმით, ლაიტკოინით, ბიტკოინ Cash-ითა და რიპლით იქნება შესაძლებელი.
მანამდე, რამდენიმე თვით ადრე, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კრიპტოვალუტის ბირჟა, Taotao მაისის დასაწყისში გაიხსნებოდა.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მარტში ოფიციალურად გაცხადდა ბირჟის დაარსების შესახებ. იაპონიის Yahoo!-მ განაცხადა, რომ შვილობილი კომპანია YJFX- ის მეშვეობით მნიშვნელოვანი ფსონი დადო.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის ინტერნეტ გიგანტის მიერ კრიპტოვალუტის ბირჟის გახსნის შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა ცნობილი. 2017 წლის დეკემბრიდან BitARG-ი ფლობდა ფინანსური მომსახურების სააგენტოს ლიცენზიას. თუმცა, ლიცენზია ბირჟას მხოლოდ ბიტკოინით ვაჭრობის საშუალებას აძლევდა.
მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში შემოღებული რეგულაციების ფონზე Yahoo!-ის ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს კრიპტოვალუტის განვითარებას არა მხოლოდ, იაპონიაში არამედ, მთელ მსოფლიოში.