ბრაზილიამ ბიტკოინის მაინინგზე შესაძლოა, გადასახადი არ დააწესოს

0
1207

ბრაზილიის კონგრესმა მოისმინა რამდენიმე წინადადება მაინერებისთვის საგადასახადო ვალდებულების გათავისუფლებისა და კრიპტოვალუტის ეროვნული ვალუტის სტატუსის მინიჭების შესახებ.

ბრაზილიის კონგრესის ახალი წინადადება კრიპტო სავაჭრო პლატფორმების, ასევე მაინინგის ბიზნესის გადასახადებისგან გათავისუფლებას ითხოვს.

ადგილობრივი მედია საშუალების, Seudinheiro-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრაზილიელი კანონმდებლების ახალი წინადადებების სერიამ შესაძლოა, კრიპტოვალუტის მიმართ კრიტიკა შეამციროს.

კონგრესმა ასევე მოისმინა წინადადება, რომელიც კრიპტოვალუტისთვის ვალუტის სტატუსის მინიჭებას ეხებოდა.

თუ ეს წინადადება დამტკიცდება, კრიპტო ბირჟებს შეეძლებათ ფინანსური სერვისების მიწოდება და სესხების გაცემა ბრაზილიელ კრიპტო რეზიდენტებზე.

წინადადებები კონგრესს სენატორმა, ირაჯა სილვესტრე ფილომ წარუდგინა.

ამჟამად გაურკვეველია, რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს წინადადებებს საკანონმდებლო ორგანოში.

Arthur Mining-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რეი ნასერმა აღნიშნა, რომ თუკი ბრაზილია კრიპტოვალუტის მაინინგს გადასახადისგან გაათავისუფლებს მაშინ ქვეყანა შესაძლოა, გლობალური მაინინგის ცენტრად იქცეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი