რუსეთის ოფიციალური პირები ვალდებულნი არიან კრიპტოვალუტის მფლობელობა გაამჟღავნონ

0
1387

რუსეთში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით პირველ იანვარს ახალი კანონი ამოქმედდა. თუმცა ეს კანონმდებლობა პირდაპირ პასუხს არ იძლევა კითხვაზე, თუ როგორ უნდა “გაუმკლავდნენ” ადგილობრივი ოფიციალური პირები თავიანთ კრიპტო ქონებას.

არსებობს ორი იურიდიული ინიციატივა, რომლის თანახმადაც, რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უნდა განაცხადონ კრიპტოვალუტის მფლობელის სტატუსის შესახებ.

განკარგულების თანახმად, რუსმა ჩინოვნიკებმა ან კერძო პირებმა, რომლებიც საჯარო თანამდებობის დაკავებას ცდილობენ საჯარო უნდა გახადონ როგორც თავისი ციფრული აქტივების, ასევე მათი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ციფრული ვალუტების შესახებ ინფორმაცია.

ამასთანავე, არსებობს კიდევ ერთი რეგულაცია, რომელიც ოფიციალურ პირებს რაიმე სახის კრიპტოვალუტის ფლობას უკრძალავს.

2020 წლის 28 დეკემბერს რუსეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა საინფორმაციო წერილი, რომელშიც ოფიციალურ პირებს შეახსენა, რომ ისინი ვალდებულნი არიან ნებისმიერი ციფრული ვალუტის ფლობა 2021 წლის პირველ აპრილამდე შეწყვიტონ.

ეს შეზღუდვა კონკრეტულად ეხება 2013 წლის 7 მაისს No 79-FL რუსეთის ფედერალური კანონის მე-2 მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილ პირებს, რომელთაც ეკრძალებათ თავიანთი სახსრების უცხოეთში შენახვა და უცხოური ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება.

ჩამონათვალში შედის ძირითადად ისეთი თანამდებობები როგორიცაა: საჯარო სამსახურებში მმართველისა და მოადგილის პოზიცია, რუსეთის ცენტრალური ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრობა, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში არსებული საზოგადოებრივი კორპორაციების წევრობა, რაიონის გამგეობების ხელმძღვანელის თანამდებობა და ა.შ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი