ექვილიბრიუმი Web3-ის გრანტს იღებს, რათა უნივერსალური დეცენტრალიზირებული ფინანსური ტექნოლოგია განავითაროს.
Web3 არის ფონდი რომელიც ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი საგრანტო პროგრამების ისტორიის არსებობით გამოირჩევა. ფონდი 100,000 აშშ დოლარამდე გრანტებს ინოვაციური ტექნოლოგიებისთვის გასცემს.
დეცენტრალიზირებული ფინანსურ სტარტაპს ექვილიბრიუმს Web3 Foundation–ისგან 27,000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გადაეცა, რათა განავითაროს თავისი პლატფრომა და შექმნას ინსტრუმენტები, რომლებიც სხვა პროექტებს შეუწყობს ხელს გლობალურ განვითარებში.
განახლებული პროგრამული პლატფორმები საშუალებას მისცემს Equilibrium parachain-ს განავითაროს დეველოპერული გარემო დეცენტრალიზირებული პროგრამებისთვის. ეს მოიცავს ეთერიუმის პროგრამულ გავითარებასაც, რომელიც მიზნად ისახავს Ethereum dApp დეველოპერების მოზიდვას, რომელთაც შეუძლიათ არსებული კოდის ხელახლა გამოყენება.
ექვილიბრიუმის დეცენტრალიზირებული პლატა უნივერსალურია, იმ გაგებით რომ მისი გამოყენება სხვა პლატფორმებზეც იქნება შესაძლებელი. Parity Technologies–ის თანადამფუძნებელმა და Web3– ის ფონდის ტექნიკურმა წარმომადგენელმა, ბიურნ ვაგნერმა განმარტა:
”ექვილიბრიუმს შეუძლია გადაჭრას მრავალი არსებული გამოწვევა, რასაც დღეს დეცენტრალიზირებულ ტექნოლოგიაში ვხედავთ. ეს კი შესაძლებელია მრავალი ქსელის მხარდაჭერით და მასშტაბურ, ინტეგრირებულ ჯაჭვურ გადაწყვეტილებებში ჩართულობის შექმნით”.