Deutsche Bank-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინი არასტაბილურ ვალუტად დარჩება

0
963

გლობალური საბანკო გიგანტის, Deutsche Bank-ის ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით ბიტკოინი უპირატესობას მოიპოვებს.

ბანკის კვლევითი განყოფილების ანალიტიკოსმა, მარიონ ლაბურმა აღნიშნა, რომ ბიტკოინი 21-ე საუკუნის ციფრული ოქრო გახდება.

თუმცა მან ინვესტორები ციფრული ვალუტის არასტაბილურობის შესახებაც გააფრთხილა. ანალიტიკოსის აზრით, ბიტკოინის შესყიდვების უმეტესობას სპეკულაციური ხასიათი აქვს.

”მხოლოდ რამდენიმე დამატებითმა დიდმა შესყიდვამ ან ბაზრიდან გასვლამ შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს მოთხოვნა-მიწოდებაზე. ბიტკოინი ძალიან არასტაბილურია იმისათვის, რომ დღეს საიმედო ფასეულობა იყოს. მე მჯერა, რომ ის უახლოეს მომავალში “ულტრა-არასტაბილური” იქნება”,- განაცხადა მარიონ ლაბურმა.

მიუხედავად იმისა, რომ Deutsche Bank–ის ანალიტიკოსმა გამოხატა შეშფოთება კრიპტოვალუტის რეგულირების არარსებობის გამო, მან მიანიშნა, რომ ბიტკოინი კრიპტო სივრცეში სავარაუდოდ დომინანტურ ციფრულ ვალუტად დარჩება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს Deutsche Bank–ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ 2030 წლისთვის ტრადიციულ ვალუტებს ციფრული ვალუტა შეცვლის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი