ლიბანის მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი ციფრული ვალუტის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი

0
1108

ლიბანში მომხდარმა ეკონომიკურმა კრიზისმა საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. მომიტინგეებმა ცენტრალური ბანკის მისამართით ცეცხლი გახსნეს.

ამასთანავე, საინტერესოა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ციფრული ვალუტის მიმართ კეთილგანწყობილია. როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, მომიტინგეთა უმეტესობა რომელიმე სახის კრიპტოვალუტის მფლობელია.

უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ლიბანის სავალუტო მდგომარეობა უფრო და უფრო რთულდება. ეკონომიკურ მდგომარეობას თან ერთვის პოლიტიკური კრიზისიც.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ასეთი კრიზისის დროს ციფრული ვალუტის მხარდამჭერები აქტიურდებიან და მოსახლეობას კრიპტოვალუტის გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

2019 წლის სექტემბერში დაწყებული სამოქალაქო არეულობის შემდეგ ყველა ბანკი დაიხურა. მაშინ ერთ-ერთ ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სტატუს-ქვო მანამდე გაგრძელდებოდა, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდებოდა.

”ვითარების გარკვევისა შემდეგ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შეგვეძლება მომსახურების განახლება”,- განაცხადა “როიტერთან’ საუბრის დროს სელაიმ სფერმა, ბეირუთის ადგილობრივი ბანკის ხელმძღვანელმა.

ამ ყველაფრის ფონზე კი, ბიტკოინის მხარდამჭერები მოსახლეობას მოუწოდებდნენ, რომ კრიზისის ჩავლის შემდეგ ფინანსები ციფრულ ვალუტაში დაებანდებინათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი