Valuechain-ი: საბანკო საქმიანობა ბიტკოინზე 56-ჯერ მეტ ენერგიას იყენებს

0
913

IT ინჟინრის, კრიპტოვალუტის კონსულტანტის, მიშელ ხაზაკას მიერ გამოქვეყნებული კვლევის ანგარიშის მიხედვით დგინდება, რომ ბიტკოინის გადახდები უფრო ეფექტურია, ვიდრე ტრადიციული ფინანსური სისტემა. გარდა ამისა, საბანკო სექტორი ბიტკოინზე 56-ჯერ მეტ ენერგიას მოიხმარს.

ანგარიში დაფუძნებულია და აერთიანებს, თითქმის ოთხწლიან კველავს და მომხმარებელს ახალ გაანგარიშებას ბიტკოინის ენერგიის მოხმარების მტკიცებულების შესაფასებლად სთავაზობს.

„Bitcoin Lightning-ი და ბიტკოინი, ზოგადად, მართლაც შესანიშნავი და ძალიან ეფექტური ტექნოლოგიური გადაწყვეტაა, რომელიც იმსახურებს ფართო მასშტაბის მიღებას. ეს გამოგონება საკმარისად ბრწყინვალეა, საკმარისად ეფექტური და საკმარისად ძლიერი, რომ მასობრივი აღიარება მოიპოვოს”,- აღნიშნა Khazzaka-სთან ინტერვიუში მიშელ ხაზაკმა.

Khazzaka, რომელმაც დააარსა გადახდების საკონსულტაციო კომპანია Valuechain-მა 2021 წლის ბოლოს, მომხმარებელს ალტერნატივას ენერგიის შეფასებებისთვის სთავაზობს, რომელიც მოწოდებულია კემბრიჯის ბიტკოინის ელექტროენერგიის მოხმარების ინდექსით (CBECI).

აღნიშნული ინდექსი ხშირად გვხდება სხვადასხვა ცნობილი კრიპტო გამოცემების ანგარიშებში. ინდექსის მიხედვით, ბიტკოინი წელიწადში 122 ვტ/სთ-ს მოიხმარს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი