კრიპტობირჟა Cryptopia მუშაობას ორშაბათიდან განაახლებს

0
1850

კრიპტოვალუტის ბირჟა Cryptopia-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბირჟა საქმიანობას მომავალი კვირიდან დაიწყებს.

პოლიციამ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ბირჟას საქმიანობის გაგრძელების ნება დართო. თუმცა ბირჟის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიას დრო სჭირდებოდა მუშაობის აღსადგენად.

Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ბირჟა ორშაბათიდან მუშაობას სრულყოფილად აღადგენს.

ერთი თვის წინ ახალ ზელანდიაში დაფუძნებული ბირჟა, Cryptopia ჰაკერების თავდასხმის ობიექტი გახდა. საერთაშორისო დონის ექსპერტები მას შემდეგ ჩაერთნენ გამოძიებაში, რაც დადგინდა, რომ ჰაკერებმა საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა მოიპარეს.

“ამასთანავე, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იანვარში მიღებული ზარალის შესაფასებლად. ამჟამად, ჩვენ გაანგარიშებით, ყველაზე ცუდ შემთხვევაში საერთო რაოდენობის 9.4% ზარალი მიიღო ჩვენმა კომპანიამ,”- დაწერა Twitter-ზე ბირჟის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავმა უწყებამ Bitfinex-ზე ჰაკერების თავდასხმის შემდეგ 104.000 დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა კრიპტობირჟას უკან დაუბრუნა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი