V Global-ის აღმასრულებელ დირექტორებს პატიმრობა შეეფარდათ

0
598

ექვს აღმასრულებელ დირექტორს, რომლებიც მონაწილეობდნენ 1,5 მილიარდი დოლარის (2 ტრილიონი ვონი) სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტით ვაჭრობის თაღლითობაში, რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

უნდა აღინიშნოს, რომ V Global ფუნქციონირებდა 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის აპრილამდე. კომპანია დაახლოებით 50,000 ინვესტორის 300%-იან მოგებას დაჰპირდა.

სამხრეთ კორეის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორ მაღალჩინოსანს, სახელად მისტერ იანგისა და მისტერ ოჰს ინვესტორების მოტყუებაში მონაწილეობისთვის რვა წელი მიუსაჯეს.

კიდევ ოთხმა ადამიანმა სამწლიანი პატიმრობა და ხუთი წლით პირობითი სასჯელი მიიღო.

ექვსიდან სამი ჯერ არ არის დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

შეგახსენებთ, რომ ჰაკერების დაჯგუფება, Lazarus Group-ი” 2022 წელს საკმაოდ აქტიური იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი