ფინანსური სტაბილურობის საბჭო: კრიპტოვალუტა ეკონომიკისთვის რისკს არ წარმოადგენს

0
2144

საერთაშორისო ცენტრალურმა ბანკებმა და საფინანსო ინსტიტუტებმა განაცხადეს, რომ კრიპტოვალუტა გლობალურ ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხეს არ უქმნის.

ამის შესახებ ფინანსური სტაბილურობის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნაშია აღნიშნული.

ფინანსური სტაბილურობის საბჭო შედგება 68 ადგილობრივი ინსტიტუტისგან. ინსტიტუტებს შორის არიან ცენტრალური ბანკები, სადაზღვეო სააგენტოები და ფინანსთა სამინისტროები, რომლებიც თავის მხრივ, ამზადებენ რეკომენდაციებს გლობალური ფინანსური სისტემებისათვის.

საბჭოს ანგარიშში ნათქვამია, რომ საბანკო სექტორი კრიპტოვალუტის მხრიდან მნიშვნელოვანი საფრთხეებს არ უნდა მოელოდეს. ამ მოსაზრებას ის არგუმენტი აძლიერებს, რომ კრიპტოვალუტის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 830 მილიარდ დოლარს შეადგენდა გასული წლის ბოლოს, ხოლო მას შემდეგ კაპიტალიზაცია 210 მილიარდი დოლარამდეც კი დაეცა. მიუხედავად ამისა, საბჭო მოუწოდებს მარეგულირებლებს თვალყური ადევნონ ციფრული ვალუტების ბაზრის სწრაფ ზრდას.

ფინანსური სტაბილურობის საბჭოს ანგარიში ასევე, შეიცავს გაფრთხილებას კრიპტოვალუტების ფასების შესაძლო მანიპულაციის შესახებ.

“ლიკვიდურობა, კონცენტრირებული საკუთრება, ფრაგმენტული საბაზრო სტრუქტურა და სხვა საკითხებიც კი ქმნიან კრიპტო აქტივებზე ფასების მანიპულაციის საშუალებას”,-აღნიშნულია ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ საბჭოს წინა ანგარიშში, რომელიც წარდგენილი იყო G20-ის სამიტზე, აღნიშნული იყო, რომ კრიპტოვალუტის სფერო მონიტორინგს საჭიროებს, თუმცა ტრადიციული ეკონომიკისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი