კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
2914

მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირაში კრიპტოვალუტებმა და განსაკუთრებით ბიტკოინმა ფასის გაუმჯობესებული მაჩვენებელი შეინარჩუნა ექსპერტები მომავალი კვირის რისკებზეც საუბრობენ.

ბიტკოინი

ექსპერტები ბიტკოინს ფასის კიდევ უფრო ზრდას უწინასწარმეტყველებენ. თუ კრიპტოვალუტა 8.566 დოლარის ბარიერს გადალახავს მოსალოდნელი სამიზნე ფასი 10.000 დოლარი იქნება.

არსებობს მეორე ვარაუდიც: ბიტკოინის ფასმა შესაძლოა, მოიმატოს და 8.888 და 9.375 დოლარს შორის იმოძრაოს.

თუკი ბიტკოინის ფასი 8.566 დოლარს არ აღემატება ამ დროს ტრეიდერებს ნაწილობრივი მოგება ექნებათ. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის კურსმა შემცირების ტენდენცია აჩვენა მაშინ, მოსალოდნელი ნიშნული 7.750 დოლარის ფარგლებში იქნება.

ეთერიუმი

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ მოსალოდნელია, რომ ეთერიუმმა 500 დოლარის ზღვარი გადალახოს. თუმცა თუ კრიპტოვალუტამ კლების ტენდენცია დააფიქსირა მოსალოდნელი კურსი 404 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ხანგრძლივად დაიჭირონ ერთი კონკრეტული პოზიცია, ხოლო ვაჭრობა 400 დოლარზე შეწყვიტონ.

რიპლი

რიპლი 0.42-სა და 0.52-ს შორის მოძრაობს.

თუ რიპლიმ 0.47 დოლარის პოზიცია არ შეინარჩუნა მაშინ მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის ღირებულებამ 0.42 დოლარი შეადგინოს. თუმცა, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ კრიპტოვალუტის კურსი უფრო შემცირდეს და 0.33 დოლარის ნიშნულზე დაფიქსირდეს.

იმ შემთხვევაში, თუ რიპლის კურსის ზრდის ტენდეცია დაფიქსირდა სამიზნე ფასი 0,52 დოლარი იქნება. ექსპერტები ტრეიდერებს ვაჭრობას იქამდე არ ურჩევენ, სანამ ფასის ზრდის, თუდაც მცირე, ნიშანი არ დაფიქსირდება.

ბიტკოინ Cash-ი

ბოლო სამი დღის განმავლობაში ბიტკოინ Cash-ის ფასის განსაკუთრებული ცვლილება არ დაფიქსირებულა.

არსებობს მცირე მხარდაჭერა 745 დოლარის დონეზე. თუმცა კლების ტენდენციისას შესაძლოა კრიპტოვალუტა 670 დოლარზე დაფიქსირდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინ Cash-ის ფასმა მოიმატა კრიპტოვალუტა 838-სა და 934 დოლარს შორის იმერყევებს.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ რამდენიმე დღე ფასის ცვლილებას დაელოდონ და უკიდურეს შემთხვევაში 650 დოლარზე შეწყვიტონ ვაჭრობა.

ლაიტკოინი

ლაიტკოინი ბოლო 10 დღის განმავლობაში 80-სა და 91 დოლარს შორის მერყეობდა.

იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის კურსი 91 დოლარზე დაფიქსირდა და კურსმა ზრდა განაგრძო მომდევნო ფასის ნიშნული 107 დოლარი იქნება.

თუ ექსპერტების პროგნოზი არ გამართლდა და ლაიტკოინმა კურსის შემცირების ტენდენცია აჩვენა მაშინ, მოსალოდნელი მაჩვენებელი 74 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ იქამდე არ განახორციელონ ინვესტიცია სანამ ფასის მკვეთრ ცვლილებას არ შენიშნავენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი