UEFA ბილეთების გაყიდვის სისტემაში Blockchain-ს ნერგავს

0
2490

ევროპული საფეხბურთო ასოციაციების კავშირი, UEFA გეგმავს უფრო მოსახერხებელი გახადოს მობილური აპლიკაციით მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა. ამასთან დაკავშირებით, UEFA Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას აპირებს.

ამის შესახებ UEFA-ს პრეს-რელიზშია ნათქვამი.

მაისში ლიონში გამართულ ევროპალიგის ფინალში ბილეთების 50% Blockchain ტექნოლოგიის მეშვეობით გაიყიდა. სწორედ ამ წარმატებულმა გაყიდვებმა დაარწმუნა UEFA იმაში, რომ ტექნოლოგია საბოლოოდ უნდა დაენერგა.

UEFA-ს ოფიციალური განცხადების თანახმად, 15 აგვისტოს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ სუპერ თასის მატჩზე დასასწრებად ბილეთები ანდროიდ და iOS აპლიკაციების გამოყენებით სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა Blockchain-ის საშუალებით შეიძინა.

როგორც ცნობილი გახდა, UEFA გააგრძელებს მომავალში Blockchain-ზე დაფუძნებული ბილეთების გაყიდვის სისტემის გამოყენებას.

“UEFA ბილეთების გაყიდვის უფრო მარტივ და უსაფრთხო საშუალებას ეძებს. Blockchain ტექნოლოგიით კი, უზრუნველყოფილია ბილეთების უსაფრთხო შეძენა და თავიდან არის არიდებული ბილეთების დუბლირება”, -ნათქვამია UEFA-ს განცხადებაში.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ გიბრალტარის საფეხბურთო გუნდის მოთამაშეების კონტრაქტში ანაზღაურების შესახებ კრიპტოვალუტით გადახდის ჩანაწერი უკვე არსებობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი