Dapper Labs-მა რუსეთის მოქალაქეებისთვის ანგარიშებზე წვდომა შეაჩერა

0
761

Flow blockchain-ის დეველოპერმა Dapper Labs-მა აკრძალა რუსული ანგარიშების გამოყენება. ეს კი მოხდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ახალი სანქციები დააწესა რუსეთისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ.

რუსეთის მიმართ სანქციების ეს ახალი ტალღა, კრიპტო საფულეებისა და ანგარიშების მიწოდების სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.

სანქციების დაწესების შემდეგ, Dapper-მა განაცხადა, რომ რუსეთთან კავშირების მქონე ანგარიშები ვეღარ შეძლებენ NFT-ის გაყიდვას, შეძენას ან ჩუქებას, ანგარიშებიდან თანხის ამოღებას ან ბალანსის დამატებას.

„ახლა აკრძალულია კრიპტოვალუტების საფულის ან ნებისმიერი სერვისების მიწოდება რუსეთთან დაკავშირებულ ანგარიშებზე, მიუხედავად საფულის ოდენობისა”,- აღნიშნულია Dapper-ის განცხადებაში.

კომპანიამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ Dapper-ი სრულად ექვემდებარება ევროკავშირის რეგულაციებს.

შეგახსენებთ, რომ Dapper-ს არ დაუხურავს ანგარიშები. მომხმარებლებს, ვინც აღნიშნული კრიტერიუმებით დაიბლოკნენ, ჩვეულებრივ შეუძლიათ საკუთარი ანგარიშების ნახვა, თუმცა მათ ვერ გამოიყენებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი