კრიპტოუსაფრთხოების ექსპერტებზე მოთხოვნა გაზრდილია

0
831

2022 წლის განმავლობაში კრიპტო ჰაკერების ზრდამ გამოიწვია Blockchain-ის უსაფრთხოების ექსპერტებზე მოთხოვნა. ამათგან ზოგიერთი აუდიტორის ანაზღაურება წელიწადში 430 000 დოლარსაც კი აჭარბებს.

Blockchain კომპანიის CryptoRecruit-ის დამფუძნებელმა ნილ დანდონმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების სერვისებზე დიდხნიანი აუდიტის მოთხოვნის ისტორიისა, დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროტოკოლების ზრდამ აუდიტორებს გაუხსნა შესაძლებლობა, გადახედონ პოტენციურად დაუცველ “ჭკვიან კონტრაქტებს”.

„უსაფრთხოების აუდიტორებზე ყოველთვის იყო მოთხოვნა, მაგრამ მას შემდეგ, რაც DeFi აპლიკაციები არსებობს, უსაფრთხოების აუდიტებზე მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა, რადგან პროტოკოლში ერთმა მცირე დაუცველობამ შეიძლება გამოიწვიოს ასობით მილიონი დოლარის ზარალი“,- აღნიშნა CryptoRecruit-ის დამფუძნებელმა.

ამ თვის დასაწყისში Chainalysis-ის მოხსენებამ აჩვენა, რომ ჰაკერებმა წელს, მხოლოდ ე.წ. ჯაჭვის ხიდების პროტოკოლებიდან 2 მილიონ დოლარზე მეტი „მოგება“ ნახეს.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული Bloomberg-ის ანგარიშში, დეცენტრალიზებული საკრედიტო სერვისის Morpho Labs-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პოლ ფრემბოტმა, განაცხადა, რომ კრიპტო უსაფრთხოების აუდიტი „სასიამოვნო“ ბიზნეს ხარჯებიდან გადავიდა „აუცილებელზე“.

”უსაფრთხოება, ჩემი აზრით, არ არის საკმარისად სერიოზულად მიღებული DeFi-ში,” – განაცხადა მან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი