კომპიუტერის ინჟინერმა და ჰაკერმა საზოგადოებას გაუმხილა, თუ როგორ მოახერხა Trezor One-ის აპარატურის საფულის გატეხვა, რომელიც 2 მილიონ დოლარზე მეტ სახსრებს იტევდა.
ჯო გრანი – ასევე ცნობილი ჰაკერული მეტსახელით “Kingpin” – ცხოვრობს პორტლენდში, საიდანაც მან ვიდეო Youtube-ზე ატვირთა. ამ ვიდეოში კი დაწვრილებით ისაუბრა იმაზე, თუ როგორ განახორციელა “ჰაკერული თავდასხმა”.
დენ რეიხმა, ნიუ-იორკში მცხოვრებმა მეწარმემ და მისმა მეგობარმა, 2018 წელს გადაწვიტეს 50,000-ს ღირებულების მონეტების განაღდება, რა დროსსაც აღმოაჩინეს, რომ უსაფრთხოების PIN-ი Trezor One-ზე აღარ რეაგირებდა.
უსაფრთხოების PIN-ის 12-ჯერ უშედეგო შეყვანის შემდეგ, მათ შეწყვიტეს მცდელობები, რადგან 16-ჯერ არასწორად პაროლის შეყვანის შემდეგ ანგარიში ავტომატურად გაქრებოდა.
თუმცა, წელს როდესაც მათ საფულეში არსებული მონეტების ღირებულება 2 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, მათ გააორმაგეს ძალისხმევა სახსრებზე წვდომისთვის. მალევე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მათ ჰაკერის დახმარება სჭრდებოდათ.
ისინი დაუკავშირდნენ ჯო გრანს, რომელმაც 12 კვირა გაატარა კომპიუტერთან და რამდენიმე არასწორი მცდელობის შემდეგ დაკარგული PIN-ის აღდგენა მოახერხა.